მთიანი ყარაბაღის მეორე ომში დაღუპულ რიგითს, რაფიკ არსენის ძე აკოფიანს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით, სიკვდილის შემდეგ მიენიჭა მედალი “მამაცობისთვის”. ფონდ “ჯავახკი სომხების გვერდში” წარმომადგენლებმა დღეს ჯარისკაცის მშობლებს ჯილდო მათი ვაჟის საფლავთან გადასცეს.
რაფიკ აკოფიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძადან (საქართველო) არის. დაიბადა სომხეთში, 2000 წელს, შირაკის ოლქის ამასის რაიონის სოფელ გარნიჩში. სწავლობდა სოფლის საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრებისთანავე სამხედრო სამსახურში სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში გაიწვიეს.
2019 წელს ის სამსახურში შევიდა არმავირის რაიონის სამხედრო ნაწილის სატანკო მომზადების ნაწილში, იყო მექანიკოსი-ტანკისტი. 6 თვის შემდეგ გადაიყვანეს მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის მატაგის სამხედრო ნაწილში ტანკისტად, მსახურობდა ჯარში თალიშის და მატაგის პოზიციებზე.
რაფიკის სამხედრო სამსახურში გამოძახებიდან 21 თვის შემდეგ, მთიან ყარაბაღში ომი მეორედ იწყება. ამ ომმა რაფიკ აკოპიანიც არ შეიბრალა. ის თალიშის პოზიციებზე თავდაუზოგავად ებრძოდა მტერს. ცხარე ბრძოლებში საბრძოლო ტანკი და ამხანაგები დაკარგა. შემდეგ, 17 მეგობართან ერთად უკან დახევის დროს ბლოკადაში აღმოჩნდა. ისინი 7 დღის განმავლობაში უპირისპირდებოდნენ მტერს და გამოვიდნენ ბლოკადიდან. რაფიკი მაღალი ტემპერატურით ალაშანის საავადმყოფოში გადაიყვანეს და შესაბამისი მკურნალობის მიღების შემდეგ, სამ დღეში ალაშანის ტყეებში საბრძოლო მასალების საწყობში დაბრუნდა. უკვე 14 ოქტომბრის დილით 60 კაციანი ჯგუფი მარტუნი 2-ის, მაგავუზის პოზიციებზე გადის და მონაწილეობას იღებს ხელჩართულ ბრძოლებში.
ჯარის იარაღითა და საბრძოლო მასალებით მომარაგებისას ის სამშობლოსთვის გმირულად დაიღუპა მტრის თვითმფრინავიდან ნასროლი ჭურვით. რაფიკი ოჯახის უმცროსი შვილი იყო.
რაფიკს ჯარში მსახურობის მხოლოდ 84 დღე ჰქონდა დარჩენილი – სახლში დაბრუნება აუსრულებელ ოცნებად დარჩა, ოჯახი კი შვილის მუდმივ მოლოდინში იყო.
საქველმოქმედო ფონდის – «ჯავახკი სომხების გვერდით» ძალისხმევით, გარდაცვალებიდან 105 დღის შემდეგ, დნმ-ის ანალიზის საშუალებით მისი სხეულის იდენტიფიკაცია შესაძლებელი გახდა.
2021 წლის 1 თებერვალს შირაკის რაიონის არფის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, მისი ცხედარი მშობლიურ სოფელ გარნიჩში დაკრძალეს, როგორც გმირებს შეეფერებათ.
რაფიკ არსენის ძე აკოფიანი. მარადიული დიდება ჩვენს დაცემულ გმირს!