ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი და ექიმები, კონკურს «სიცოცხლის ელჩის» გამარჯვებულები. კონკურსი ჩატარდა Evex-ის საავადმყოფოების ქსელში, ყველაზე საინტერესო და წარმატებული სამედიცინო შემთხვევების გამოვლენის, ასევე კონკურსში მონაწილე ექიმების წარდგენისა და შეფასების მიზნით. ახალქალაქის საავადმყოფო ორ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, ორივე ნომინაციაში გაიმარჯვა.

პროექტი მხოლოდ Evex-ის საავადმყოფოს ქსელის საავადმყოფოების პერსონალისთვის იყო გათვალისწინებული. კონკურსი შემდეგ ნომინაციებში ჩატარდა:

წლის ინოვაციური ექიმი/პირველად საქართველოში,
წლის ექსტრემალური გადაწყვეტილება/ექსტრემალური მმართველობა,
წლის მასწავლებელი
წლის დიაგნოზი
წლის გადარჩენილი სიცოცხლე
წლის გადარჩენილი სიცოცხლე
 (პედიატრია),
წლის ჯგუფი/ჯგუფური მუშაობის მაგალითი და
«ხალხის რჩეული».

«კორპორაციაში პირველად გამოცხადდა კონკურსი. მის შემადგენლობაში შესულ საავადმყოფოებს შორის სხვადასხვა ნომინაციებში გამოცხადდა კონკურსი. როგორც ყველამ ვიცით, Evex Corporation-ი ამჟამად ყველაზე მასშტაბური ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც მოიცავს უამრავ საავადმყოფოს, ჰოსპიტალს, ამბულატორიას და სხვა კლინიკურ მომსახურებას.  2019 და 2020 წლებში ჩვენ ორ ნომინაციაში ვიყავით წარდგენილები: ოპერაცია «წლის საინტერესო და რთული დიაგნოზი» და «ხალხის რჩეული», – ამბობს ახალქალაქის საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ალექსან ტოროიანი.

«ხალხის რჩეულის» კატეგორიაში ახალქალაქის საავადმყოფომ წარადგინა შარშან მომხდარი ფაქტი, კუმურდოელი სამი ახალგაზრდისთვის დანით მიყელებული ჭრილობების შემთხვევა, როდესაც სამი ახალგაზრდა გულის არეშუ ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოპერაციაში მონაწილეობდნენ ექიმები სურენ კარაპეტიანი, რაფიკ ჩარჩიანი, გია ეპრიკიანი, ანაიტა აფოზიანი და სამველ აგალარიანი. ოპერაციას ესწრებოდნენ ექთნები და სხვა სპეციალისტები. წლევანდელ პროექტში ჩართული იქნება ასევე «საუკეთესო ექთნის» ნომინაცია, რომელშიც ახალქალაქის საავადმყოფოც მიიღებს მონაწილეობას.

doctur1

მეორე ნომინაციაში შედის საავადმყოფოს მენეჯერის, ალექსანდრე თოროიანის და ექიმების – სამველ აგალარიანისა და არმენ დურგარიანის მიერ ჩატარებული ოპერაციები.

«ჩვენ თავი ძალიან რთულ და საინტერესო კატეგორიაში წარვადგინეთ.  ერთი კვირის წინ გახეთქილი ბრმანაწლავით ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ნინოწმინდიდან საავადმყოფოში გადმოიყვანეს. თავდაპირველი დიაგნოზი ძალიან რთული იყო, ვფიქრობდით, რომ ეს ავთვისებიანი სიმსივნე იყო. ხოლო შემდეგ, ოპერაციის დროს, საოპერაციოში საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ საქმე რთულ, გახეთქილ ბრმანაწლავთან გვქონდა, რამაც მთელი ნაწლავის არეულობა და ამ ნაწლავის ამ ნაწილების შეხორცებები გამოიწვია. რომელიც ერთი შეხედვით ავთვისებიან სიმსივნეს ჰგავდა. მადლობა ღმერთს, რომ სწორად გავაკეთეთ ორიენტაცია. ოპერაციას დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პაციენტი გადავარჩინეთ და გამოჯანმრთელებული გავწერეთ», – ამბობს ალექსანდრე თოროიანი.

მისივე თქმით, 3 აპრილს, 15:00 საათზე კონკურსის გამარჯვებულები პირდაპირ ეთერში იყვნენ წარდგენილნი, რასაც Evex-ის ყველა თანამშრომელი ადევნებდა თვალს, 8000-10000 თანამშრომელი, ყველა საავადმყოფოდან.

თოროიანი სიამაყით აღნიშნავს, რომ მათ განაცხადები შეიტანეს ორივე ნომინაციაში და ორივეში გამარჯვებულად აღიარეს.

doc1

«ეს უნიკალური შემთხვევაა, რადგან ჩვენი დონის საავადმყოფოები არ მონაწილეობდნენ, ძირითადად თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში დიდმა საავადმყოფოებმა მიიღეს მონაწილეობა.  ძალიან ძნელი იყო ასეთ დიდ საავადმყოფოებთან კონკურენცია. ჩვენ ამ გიგანტებს შორის ორი გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან კმაყოფილი ვიყავით მთელი გუნდი, დღეს კი ამაღლებული განწყობით ვმუშაობთ, დადებითი ენერგიით სავსე. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ხალხმა თავი შეიკაოს მსგავსი რაღაცებისგან, რომ ჯანმრთელები იყვნენ. თუმცა, ძალიან სასიამოვნოა, როცა აფასებენ ჩვენს მუშაობას, დიდი მონდომებით ვმუშაობთ», – განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნავს ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი.

გაიანე აკოჯიანი