დღეს, 8 აპრილს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში სამი საკითხი იყო. დეპუტატებმა განსახილველად გამოტანილ ყველა პუნქტს მხარი დაუჭირეს.
პირველი საკითხი 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს ეხებოდა.
– იაპონიის მიერ დაფინანსებული ნაგვის მანქანის შეძენის პროექტში თანადაფინანსების სახით გამოყოფილია 56 000 ლარი.
– თანხა გამოიყო ამ მანქანისთვის (იაპონური ნაგვის მანქანა) სამი დიდი კონტეინერის შესაძენად, ამისთვის 42000 ლარია გათვალისწინებული. ასევე, დეპუტატები ადგილობრივი ბიუჯეტიდან კიდევ ერთი ნაგვის მანქანის ყიდვაზე შეთანხმდნენ. ამ მიზნისთვის გამოყოფილი თანხა 145 901 ლარს შეადგენს.
– 500 ლარი საკრებულოსთვის და მერიისთვის ორი კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შესაძენად
– 200 ლარი მერიისათვის ახალი ტუმბოს შესაძენად
– დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ტრანსპორტირებისთვის 25 776, 50 ლარის გამოყოფას.
– ნაგვის სატვირთო ავტომობილის შესაკეთებლად 24 000 ლარია გამოყოფილი
დღის წესრიგის მეორე საკითხი იყო მერიის «დებულებებში» ცვლილებების დამტკიცება.
– საკითხი ეხებოდა ახალ განყოფილებას – ოჯახებისა და ბავშვების სოციალურ დაცვას, რომელიც შარშან გაიხსნა. ასეთი განყოფილებები, მთავრობის განკარგულების თანახმად, 2020 წლის იანვრიდან ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნა. ამის შემდეგ, მერიამ ამ განყოფილების სამუშაო პოზიცია მიიღო. განყოფილებას ორი თანამშრომელი ჰყავს: სპეციალისტი და ფსიქოლოგი. მათ პასუხისმგებლობაში შედიოდა რეაგირება, თუ მიიღებდნენ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება, ავადმყოფების დახმარება და შესაბამის ორგანიზაციებთან დაკავშირება. დღეს დეპუტატებმა ამ განყოფილების მუშაობის «დებულებაში» ცვლილებები დაამტკიცეს. საბოლოოდ თანამშრომლებმა თავად უნდა მოძებნონ ბენეფიციარები და არ დაელოდონ ვინმეს ინფორმაციას.
მესამე საკითხიც ეხებოდა «დებულებებში» ცვლილებებს. ცვლილებები ეხებოდა 25 მარტს წინა სხდომაზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების შედეგად სამართალდამრღვევებზე ქვითრების გადაცემის შესახებ მიღებულ დებულებას.
ახალქალაქის ოფიციალურ ვებგვერდზე www.akhalkalaki.ge განთავსდება ახალი პროგრამა, რომელშიც გამოქვეყნდება სამართადარღვევების დროს კამერების მიერ დაფიქსირებული მძღოლების სანომრე ნიშნები, რომლებსაც ვერ აცნობეს ტელეფონის ნომრით, ან ფოსტით. დღეს დეპუტატებმა გააუქმეს ძველი დებულება და ახალი მიიღეს, რადგან ახალი განცხადების შექმნა, როგორც მერიის წარმომადგენლები ამბობდნენ, დროსა და ფინანსებს საჭიროებს, რაც მუნიციპალიტეტს ჯერ არ აქვს.