როგორც JNEWS– მა ახალქალაქის საავადმყოფოდან შეიტყო, წლის დასაწყისიდან დღემდე, ახალქალაქის საავადმყოფოში სამ თვეში 144 ბავშვი დაიბადა, – 66 გოგონა, 78 ვაჟი.
ექვსი მშობიარობა საკეისრო კვეთის გზით გაკეთდა. ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის 22 შემთხვევა დაფიქსირდა. მუცლის მოშლის რიცხვი სამ თვეში – 20 შემთხვევაა.
ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, ვხედავთ, რომ ახალქალაქში შობადობა ყოველ წელს ნელ-ნელა, მაგრამ იზრდება. გარდა ამისა, ახალქალაქის საავადმყოფოში მშობიარობისთვის ნინოწმინდის რაიონიდანაც ჩამოდიან.
შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამით, ახალქალაქის საავადმყოფოში პირველი დაბადებული ჩვილი ბიჭი იყო.