დღეს, დაახლოებით 18:35 საათზე, ქალაქ ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ჩარენცისა და თავისუფლების ქუჩების გზაჯვარედინზე მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
«ჟიგული 06» და Toyota-ს მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის ამ გზაჯვარედინზე ავტოსაზგაო შემთხვევები ხშირად ხდება, რადგან ხილვადობა ოთხოვე მხრიდან შეზღუდულია, ასევე, არ არსებობს შუქნიშანი, რომელიც მოძრაობას დაარეგულირებს. ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა სრულდება იმით, რომ მძღოლები ურთიერთშეთანხმებას აღწევენ და დანაშაულის ადგილს ტოვებენ. ისინი სხვა ადგილას ხვდებიან და სამომავლო ქმედებებზე თანხმდებიან. თუმცა, ზოგიერთი წასვლას ვერ ასწრებს და გარდა იმისა, რომ დამნაშავეს ორივე მანქანის გაკეთება უწევს, მას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან პასუხისმგებლობა ეკისრება.