სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 18 ადამიანი დაიღუპა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 6 354 ტესტი ჩატარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 15 168 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსის 192 639 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 515 ადამიანი.