ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში შარშან დათესილ კარტოფილს ვერ ყიდიან. მოსახლეობა შეშფოთებულია, უკვე გაზაფხულია, კარტოფილი სარდაფებში გაფუჭებას იწყებს.

სოფელ კორხში ისევე, როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, ხალხი უფულობის პრობლემის წინაშე დგას. სოფელში დაახლოებით 110 ოჯახი ცხოვრობს. შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობა და საზღვარგარეთ მუშაობაა. საზღვარგარეთ გასვლა ვერ მოხერხდა დაკეტილი საზღვრების გამო, ხოლო სოფლის მეურნეობაში ჩადებულმა შრომამ შედეგი ვერ გამოიღო.

სოფელ კორხის მცხოვრები არტიუშ ატანიანი ამბობს, რომ კარტოფილის გარდა ყველა პროდუქტი გაძვირდა. მისი თქმით, ბოლო დროს საერთოდ არ იყიდება.

«წელს ბევრთან სარდაფებში კარტოფილი ფუჭდება, მყიდველები არ არიან, გთხოვთ, მითხარით რა გავაკეთოთ?»,- ამბობს ის.

სოფლის მოსახლეობის თქმით, სოფელში ბევრი პრობლემაა, არ არის ნორმალური გზები, არ არის ამბულატორია, სასმელი წყლის უკმარისობაა, ხოლო სარწყავი წყალი საერთოდ არ არის. თუმცა, ამ პრობლემებზე აქ საუბრობენ, როგორც ძირითად პრობლემებზე.

2

იშხან აკოპიანი ამბობს, რომ ხელისუფლება სოფლის მეურნეობას უნდა დაეხმაროს.

«ყველაფერი გაძვირდა, პროდუქტებიც, საწვავიც. როგორ ვიცხოვროთ, თუკი ამჟამად ხალხს სამუშაო არ აქვს, და არც ფული აქვს. საქართველომ სხვა ქვეყნებიდან არ შემოიტანოს კარტოფილი, რომ სოფლის მოსახლეობამ შეძლოს საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვა», – ამბობს ის.

კარტოფილის რეალიზაციის პრობლემა მხოლოდ კორხის მოსახლეობას არ აწუხებს. ეს პრობლემა აქტუალურია მცირე და საშუალო მიწათმოქმედებისთვის. ბევრი საზღვარგარეთ სამუშაოდ ვერ წავიდა და კარტოფილი დათესეს, მყიდველი კი წელს ნაკლებია.