ცნობილია Online kata “Open Georgia კარატეს შეჯიბრების შედეგები. ახალქალაქელმა სპორტსმენებმა კვლავ პირველი ადგილები დაიკავეს.

7-14 მარტის ჩათვლით საერთაშორისო შეჯიბრებში -“Open Georgia“ Online kata-ს მონაწილეობისთვის სპორტსმენების რეგისტრაცია მიმდინარეობდა. სპორტსმენების რეგისტრაციისა და კენჭისყრის შემდეგ მსაჯების კოლეგიამ შეჯიბრი შეაფასა, შედეგები გამოქვეყნდა სპორტული პორტალის, myuventex-ის გვერდზე.

შეჯიბრი ორგანიზებული იყო საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის მიერ.

აღნიშნულ შეჯიბრებში 7 სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 120 სპორტსმენი მონაწილეობა.

ახალქალაქის სპორტული სკოლიდან აღნიშნულ ტურნირში 5-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც ერთი 1-ლი ადგილი, სამი მე-2 ადგილი და ერთი მე-3 ადგილი დაიკავეს.

-ავეტიან აქსანნა  -(გოგონები)          -16-17 წელი                       მე-2 ადგილი
-ავაკიან არტიომ                                   -16-17 წელი                      მე-2 ადგილი
-ნორსოაინ კიმ    -(გოგონები)            -14-15 წელი                      მე-2 ადგილი
-სესაძე დავით                                   -16-17 წელი                      მე-3 ადგილი

-რაფაელ დარბინიანი (ვეტერანები)        -46-55 წელი                      1-ლი ადგილი
(ჯგუფის ტრენერი)