ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მზად არის ვაქცინაციისთვის, თუკი მას ვაქცინების შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწოდებენ.
ის ფიქრობს, რომ მას არ სჭირდება აცრის გაკეთება, მაგრამ იმისთვის, რომ ხალხს მოუწოდოს ვაქცინაციისკენ, ის მზად არის აცრა საჯაროდ გაიკეთოს.
«მე ტელევიზიით მოგმართავთ, პირადად ვესაუბრე ჩვენი ჯანდაცვის წარმომადგენლებს, არ დავაზუსტებ რა და როგორ. მე, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ყველას გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ზუსტად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ამიხსნათ, რა ვაქცინებზეა საუბარი, მისი შემადგენლობის შესახებ, მოქმედებაზე, რომელი ქვეყნები მოიხმარენ, სად და რა შედეგები იყო დარეგისტრირებული. ახალგაზრდა ექთნის სიკვდილი ძალიან გასაკვირი იყო, ეს მძიმე შემთხვევაა, მაგრამ მე ყველას მინდა ვუთხრა, რომ ასეთი შემთხვევები ხდება. ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაცია უნდა შეწყდეს. მე ექიმებს ვუთხარი, თქვენც მინდა გითხრათ, რომ თუკი კამერებთან ახსნიან, რა ვაქცინაა, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაიგებენ და ამის შემდეგ, თუკი ექიმები გადაწყვეტენ, რომ ვაქცინა ჩემთვის სასარგებლო იქნება, მე დავთანხმდები კამერებთან, მთელი საქართველოს თვალსწინ გავიკეთო ვაქცინაცია. მე არ ვფიქრობ, რომ აცრის გაკეთება მჭირდება, მაგრამ თუკი ექიმები გადაწყვეტენ, რომ ეს უნდა გავიკეთო, მე აუცილებლად ავიცრები, რომ ხალხი შთავაგონო», – განაცხადა მან.
მიტროპოლიტის თქმით, საზოგადოებაში ვაქცინების შესახებ ინფორმაციული ვაკუუმი არსებობს.