საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 128 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 652 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 203, „პისიარ“ ტესტით – 7 449.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,81% ბოლო 14 დღის – 1,52%, ბოლო შვიდი დღის – 1,45%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 268 693 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 685 გამოჯანმრთელდა, 3 658 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 206, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 376 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 133 პირი.

ამასთან, 15 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი.