საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში ვაქცინის პირველი პარტიის შემოსვლას ეხმაურება.

„ასე გამოიყურება სინათლე გვირაბის ბოლოს! მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთაც ეს შესაძლებელი გახადეს. ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს წინ, თუმცა მსოფლიო ერთად უფრო ძლიერია და დავძლევთ ამ კრიზისს სოლიდარობის მეშვეობით. ვაქცინა დაამარცხებს ვირუსს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“