საქართველოში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 090 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 945, ხოლო პისიარტესტით – 10 145.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,07 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,49 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,55 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 274 721 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 268 004 გამოჯანმრთელდა, 3 643 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 241, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 316 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 131 პირი.
ამასთან, 12 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 343 პაციენტი.