პედოფილიის გახშირებულ შემთხვევებსა და ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რამდენიმე ქალაქში დღეს 5 საათზე აქციები გაიმართება. თბილისში საპროტესტო მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყება და კანცელარიასთან დასრულდება.
ორგანიზატორების თქმით, პედოფილიის მძიმე ფაქტებზე ხელისუფლება არ რეაგირებს, ქვეყანაში კი პრევენციის რეფორმა არ ჩატარებულა.
“ათასი მშობლის მარში, რომელიც 10 ქალაქში გაიმართება დღეს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ ხელისუფლებას, რომ თუ ის არ იმოქმედებს სწრაფად და ეფექტურად ასეთი ტრაგედიები ისევ განმეორდება, – ამბობს ბაია პატარაია”
აქციის ორგანიზატორი არის არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარი”.