06.03.2021
ნახვები: 382 |
ავტორი:
Shushan Shirinyan
კომპანია PSP Pharmacy მოსახლეობას აფრთხილებს, რომ PSP-ს სახელით უცნობი პირები ცდილობენ SMS – შეტყობინებით ხალხი სხვადასხვა გვერდზე შეიყვანონ და მათი საბანკო მონაცემები მოიპოვონ.
უკვე ორი დღეა, კომპანია PSP Pharmacy -სგან ყველა სატელეფონო ოპერატორს უცნაური შინაარსის შეტყობინება მისდის, რომლებსაც ხალხი უცნობ გვერდებზე შეჰყავთ და ცდილობენ მათი საბანკო მონაცემები მოიპოვონ.
როგორც კომპანია PSP Pharmacy-ში აცხადებენ, ამასთან არავითარი კავშირი არ აქვთ.
“PSP-ში აცხადებენ: სმს-ის საშუალებით ვრცელდება დეზინფორმაცია PSP-ში ქეშბექ პროგრამის შესახებ, არ გახსნათ გვერდები, რომლებიც სმს-ით არის გამოგზავნილი, არ შეავსოთ საბანკო ინფორმაცია”, – წერს კომპანია საკუთარ მომხმარებლებს.