გუშინ, 23 თებერვალს ახალქალაქის რეფერალური კლინიკის სამშობიარო განყოფილებაში დაიბადა გოგონა, ის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში, კაზარიანების ოჯახში მე-13 ბავშვია.
მე-6 გოგონას მშობლებმა ანგელინა დაარქვეს. სასურველი შვილი, რომელმაც მრავალშვილიან ოჯახს ბედნიერება შეჰმატა.
ფინანსური თვალთახედვით სირთულეებზე დედას ფიქრიც არ უნდა, ამბობს, რომ ღმერთი დაეხმარება.
«ვფიქრობ რთული არ იქნება»,- ამბობს მე- 13 შვილის ბედნიერი დედა, ვარდუი კაზარიანი.
ოჯახში გუშინდელ დღემდე 7 ბიჭი და 5 გოგონა იყო: აკობი, ალექსანი, ჰოვანესი, მანუკი, ნარე, არუთი, დავიდი, არფი, მარიამი, გოარი, მკრტიჩი, ლუსინე. ჩვეულებრივ ბავშვისთვის სახელის შერჩევა მშობლებისთვის რთული პროცესია, სომხურ ოჯახებში სახელს მთელი სანათესაო წყვეტს. სახელების ნახევარი ბავშვებს ბებიებისგან, ბაბუებისგან, დიდი ბებიებისგან და დიდი ბაბუებისგან ერგოთ. ნარე და გოარი ბიძას და ბიცოლას საყვარელი სახელებია…
ახლადდაბადებულის სახელი ვარდუის მიერ ნანახი სიზმრიდან გამომდინარეა შერჩეული.
«ზეციდან ანგელოზი ჩამოვიდა და გოგონა გვაჩუქა. ეს სიზმარი ვნახე, როცა ახალი ფეხმძიმე ვიყავი. ამიტომ მას ანგელინა დავარქვით».
ვარდუი არ ამბობს, რომ აღარ აპირებს ბავშვების გაჩენას, რადგან ბალანსისთვის ოჯახში კიდევ ერთი ბიჭია საჭირო…
მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ სოფელ განძადან მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ Jnews-ის მასალაში, ქვემოთ მოცემულ სათაურზე გადადით.
ოჯახში 12 ბავშვია, კიდევ ერთი ბავშვის წინააღმდეგნი არ არიან