ხვალიდან, 25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.
შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.
21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში დარჩება.