ახალქალაქის თავისუფლების ქუჩის ბოლო ნაწილი (ბენზინგასამართი სადგურის მოპირდაპირედ) წლეულს კაპიტალურად გარემონტდება. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42 920 ლარი გამოიყო. გარემონტდება გზის დაახლოებით 60 მეტრიანი მონაკვეთი.
თავისუფლების ქუჩის ბოლო ნაწილის კაპიტალური რემონტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42 920 ლარი გამოიყო ისევე, როგორც შარშან, 2020 წელს. იმავე ქუჩაზე ორმოები გარემონტდება ორმოების ერთობლივი გარემონტების დროს.
თავისუფლების ქუჩის ბოლო ნაწილი უკვე, რამდენიმე წელია მძღოლებს კოშმარად ექცათ. ავტომანქანები გზის აღნიშნულ ნაწილში ორმოების გვერდის ავლისას შემხვედრ ზოლზე, ან ტროტუარზე გადადიან, შედეგად ავარიულ სიტუაციებს ქმნიან.
ახალქალაქის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტის, რაზმიკ ნახატაკიანის თქმით, თავისუფლების ქუჩის ბოლო ნაწილზე 8 მეტრი სიგანის 60 მეტრი სიგრძის გზა გარემონტდება. თუმცა, კონკრეტულად როდის გამოცხადდება აღნიშნული გზის რემონტზე ტენდერი, უცნობია.
რაც შეეხება ორმოების გარემონტებას, როგორც რაზმიკ ნახატაკიანი ამბობს, წლეულს ორმოების რემონტი გათვალისწინებულია არა მხოლოდ ქალაქ ახალქალაქში, არამედ სოფლის გზებზეც.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ახალქალაქში ორმოების გარემონტების და თავისუფლების ქუჩის ბოლო ნაწილის კაპიტალურ რემონტზე ტენდერი მერიამ ოთხჯერ გამოაცხადა, 14 აგვისტოს, 26 აგვისტოს, 10 სექტემბერს და 25 სექტემბერს 97 920 ლარით. თუმცა, კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველების არარსებობის გამო, ვერც ერთი ვერ შედგა.