დიდთოვლობისა და ქარიანი ამინდების შემდეგ გზები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში და მთელ საქართველოში გახსნილია, გარდა მცხეთა – სტეფანწმინდა – ლარსისა.

ახალქალაქის მერიის ინფორმაციით ამჟამად ყველა სოფლის გზა ღიაა, გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა გუშინ, 18 თებერვალს. ფარავნის უღელტეხილით ახალქალაქიდან თბილისში მიმავალი გზა ღიაა, ასევე სოფელ კარწახიდან თურქეთის საზღვართან მიმავალი გზა.

ამჟამად ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა გუდაური – კობის და მცხეთა – სტეფანწმინდა – ლარსის გზატკეცილისა და სტეფანწმინდა-ლარსზე მოქმედებს, რადგან ინტენსიური დიდთოვლობისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ზვავსაშიშროება მაღალია.

უკვე მეხუთე დღეა საქართველო-რუსეთის საზღვართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს გავლით საზღვრის გახსნას ორი ათასზე მეტი სატვირთო ელოდება, რომლებიც ზედა ლარსის გამშვებ – სასაზღვრო პუნქტთან რუსეთის მხარეს შეიკრიბნენ.