2021 წლის 1-ლ აპრილს ერთი წელი სრულდება, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა არ შეუძლიათ. პირს უფლება აქვს მართვის მოწმობა გამოიყენოს, იმ შემთხვევაში, თუკი მოწმობის მოქმედების ვადა ჯერ არ არის ამოწურული.
სხვა ქვეყნის სახელმწიფო ნომრების ავტომანქანები, თუკი საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, 90 დღის განმავლობაში ქვეყანა არ დატოვეს, ქვეყანას ან იძულებით დაატოვებინებენ, ან დროებითი რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებმა სამი წლის ვადით ავტოტრანსპორტის დროებითი რეგისტრაცია უნდა გააფორმონ. ამის შემდეგ ავტომანქანას სპეციალისტები შეაფასებენ, რის შემდეგაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს დროებით საქართველოს სახელმწიფო ნომერი და ავტომანქანაზე ტექნიკური მოწმობა გადაეცემა. აღნიშნული პროცედურა საქართველოს შემოსავლების სამსახური ახორციელებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქე დღეში 50 ლარით დაჯარიმდება.
ეს შეღავათი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სიტუაციის გამო კეთდება და რამდენ ხანს გაგრძელდება, ჯერჯერობით უცნობია.