გახანგრძლივდება თუ არა ქვეყანაში პირბადის ღია და დახურულ სივრცეში სავალდებულო ტარების ვადა? – შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.
დღეს მოქმედი კანონით, პირბადის ტარება სავალდებულო 2 მარტამდეა, თუმცა რა პერიოდით გახანგრძლივდება ეს წესი, – საკითხი კანონპროექტის განხილვების დროს დაზუსტდება. შესაძლოა გაიზარდოს ჯარიმების ოდენობაც.
ცვლილებების მიხედვით, მოქალაქეებს, რომლებსაც ღია ან დახურულ სივრცეში, ტაქსებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადე არ ექნებათ, 20-ის ნაცვლად 50 ლარის გადახდა მოუწევთ.