საზოგადოებრივი ინიციატივა “კამქის” დამფუძნებელი, ვაჰაგნ ჩახალიანი მთიან ყარაბაღში ბრძოლისთვის მედლით «სამხედრო სამსახურისთვის» დაჯილდოვდა.
28 იანვარს ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, არაიკ არუთუნიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად ვაჰაგნ ჩოლახიანი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სახელმწიფოს საზღვრების დაცვაში სიმამაცის გამოლენისთვის მედლით “სამხედრო სამსახურისთვის” დაჯილდოვდა.
“მეც ვიყავი დაპატიჟებული დაჯილდოვების ცერემონიაზე (მართალია ამის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავი, რომ მეც მელოდებოდა ჯილდო), მაგრამ, რაღაც მიზეზების გამო, ვერ მოვახერხე მონაწილეობა. შემდეგ უკვე, დროებითი პატიმრობის იზოლატორში, როცა ვიყავი, ღამე რკინის საწოლებზე წოლისას, ვფიქრობდი, რომ ღვთის საქმე გაურკვეველია… შესაძლოა, მაშინ მედალზე უარი მეთქვა და შემდეგ ეს მთელი დარჩენილი ცხოვრება სინანულად მქცეოდა”, – გუშინ Facebook გვერდზე დაწერა ვაჰაგნ ჩახალიანმა.
მან დაამატა: «სომეხი ჯარისკაცი არ არის დამარცხებული, სომხური ჯარი არ არის დამარცხებული, მე ვიყავი სომეხი ჯარისკაცის, სომეხი მებრძოლის აღუწერელი სიმამაცის თვითმხილველი და მომსწრე. მე არ მიყვარს ომზე საუბარი, მაგრამ შეიძლება ერთხელაც, მრავალი წლის შემდეგ, სომეხი ჯარისკაცის სიმამაცისა და გმირობის ეპიზოდებზე დავწერო, რაც მე ვნახე, მაგრამ აქამდე ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს, ჩვენ სიმამაცე ასევე უნდა გამოვხატოთ ჩვენი მოწამეების სასახელოდ, სამშობლო უნდა ვასახელოთ, რომელიც მოღალატურად იყო მუხლებზე დაცემული. მჯერა სომეხი ჯარისკაცის მარჯვენის სიმტკიცის და შემართების, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კარისკაცის ხელი და ფარი ახალ გამარჯვებას მოგვიტანს».
ვაჰაგნ ჩახალიანი მისი გარდაცვალების შესახებ ჭორებს უარყოფს
ვაჰაგნ ჩახალიანი დაკავებიდან 7 საათის შემდეგ გაათავისუფლეს
შეგახსენებთ, რომ ჩახალიანი ფრონტზე მოხალისეთა რიგის შემადგენლობაში 28 სექტემბერს, ომის მეორე დღეს გაემგზავრა.