სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 571 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 89 პაციენტი, ხუთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
4 ოქტომბრის მდგომარეობით, სომხეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის სულ 52 496 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 44 672 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კოვიდინფიცირებული 1 299 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან 302 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.