სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ- 19-ს 24 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 185 020 შემთხვევაა დადასტურებული.

სომხეთში დღემდე ვირუსს 3 384 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 169 172-ია.