კომპანია „ფაიზერში“ აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრა დელტა ვარიანტისგან დაცვას 100-ჯერ ზრდის.

კომპანიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვაქცინის მესამე დოზა დელტა ვარიანტის გამანეიტრალებელ ტიტრებს მნიშვნელოვნად აძლიერებს.

გარდა ამისა, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შემდეგ, 18-დან 55 წლამდე ასაკის ადამიანებში ანტისხეულების რაოდენობა 5-ჯერ იზრდება, ხოლო 65-დან 85 წლამდე ასაკის ადამიანებში – 11-ჯერ. აშშ-ში, რომელიც ინფიცირების და მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ინფიცირების ახალი შემთხვევების 83 პროცენტი დელტა ვარიანტზე მოდის.​