ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნაირი ირიციანმა, საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანი ეროვნების დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებების თაობაზე, ბიძინა ივანიშვილს მიმართა. ის მოუწოდებს, განიხილონ საქართველოს პარლამენტის დეპუტატების მილიტარისტული გამოთქმები და შესაბამისი შეფასება გაუკეთონ მათ.
უკვე მესამე დღეა არცახისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო ქმედებები მიმდინარეობს.
28 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში აზერბაიჯანი ეროვნების დეპუტატებმა Facebook-ის სოციალურ ქსელში განცხადებები გააკეთეს, სადაც მხარდაჭერა გამოუცხადეს აზერბაიჯანს. JNEWS-მა ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესთან საუბარში იკითხა, თუ როგორ რეაგირებენ ისინი მსგავს გამოთქმებზე.
ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ და ახალქალაქში პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა, ნაირი ირიციანმა თქვა, რომ მმართველი პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, წერილი უკვე მისწერა.
“არცახ-აზერბაიჯანის გადამკვეთ ხაზზე საომარი ქმედებების განახლების პირობებში, როდესაც სამხედრო ინფრასტრუქტურის გარდა სამიზნე ჯგუფს, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა წარმოადგენს, მიუღებელი და განსახილველია საქართველოს პარლამენტის ორი მოქმედი დეპუტატის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” აზერ სულეიმანოვის და “ქართული ოცნებიდან” რუსლან გაჯიევის მილიტარისტული გამოთქმები.
საქართველო, როგორც მრავალეროვნული ქვეყანა, შემწყნარებლობისა და თანასწორობის თვალსაზრისით მუდამ სწორ, სტაბილურ პოლიტიკას ატარებდა. კორექტულობისა და შემწყნარებლობის პრინციპი მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ. მესამე ქვეყნებმა რეგიონში სტაბილურობას უნდა დაუჭირონ მხარი”,- საკუთარ წერილში დაწერა ნაირი ირიციანმა.
ირიციანი საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს სთხოვს ჩაერიოს და “ქართული ოცნების” დეპუტატის მილიტარისტული განცხადება განიხილოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს, დაახლოებით 07:15 საათზე, აზერბაიჯანის მხარემ საჰაერო და სარაკეტო-საარტილერიო სროლები არცახის შეიარაღებული ძალებისა და აზერბაიჯანის გადამკვეთ ხაზზე განახორციელა, იყო დარტყმები დასახლებულ პუნქტებზე, მათ შორის ქალაქ სტეფანაკერტზე. სომხური მხარე 84 დაღუპულის შესახებ იტყობინება, საბრძოლო ქმედებები გადაკვეთის მთელ ხაზზე მიმდინარეობს.