23 თებერვალს, ნინოწმინდაში ფონდის “ჯავახკი სომხების გვერდში” კიდევ ერთი ოფისი გაიხსნა. გახსნას სომხური სამოციქულო ეკლესიისა და სომხური კათოლიკური ეკლესიის ღვთისმსახურები ესწრებოდნენ.
“ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ყველამ ვიცით დღეს აქ რისთვის შევიკრიბეთ. ჩვენ ვხედავთ, “ჯავახკი სომხების გვერდში” ფონდის დაფუძნებით რა საქმეს აკეთებენ ჩვენი ბიჭები. აქ ფილიანი იმისთვის გაიხსნა, რომ ნინოწმინდის მოსახლეობას მონაწილეობა მიეღო ამ საქმეში. ახლა ჩვენთვის ძალიან რთული პერიოდია, თუმცა მყარად უნდა ვიდგეთ ფეხზე. არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით უნდა დამტკიცდეს, რომ ჯავახკი სომხეთს მხარში უდგას”,- აღნიშნა ღვდელმა, ტერ არმაშ პოღოსიანმა სიტყვით გამოსვლისას.
“4 თვის განმავლობაში 10 000 მეტ არცახელს, დაჭრილ ჯარისკაცს, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ვესტუმრეთ. ახლა მაშტაბები გაიზარდა და ფილიალის გახსნაც მოვახერხეთ. ჩვენ 2 სამშობლო გვაქვს, საქართველო და სომხეთი. რამე რომ მოხდეს, საქართველოს გვერდში ვიდგებით”,- კომენტარი გააკეთა ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კარენ პაპიკიანმა.
ფონდის ოფისში შესვლამდე, დამსწრეებმა მღვდელი ტერ არმაშ პოღოსიანის ხელმძღვანელობით ერთობლივი ლოცვა წარმოთქვეს.
” ფონდი “ჯავახკი სომხების გვერდში” მთიან ყარაბაღში საბრძოლო ქმედებების დროს დაარსდა. ფონდის ახალგაზრდა წევრები, აქტივისტები და მოხალისეები აგროვებდნენ ფულს, წამლებს და სხვა ჰუმანიტარულ დახმარებას მთიანი ყარაბაღის ლტოლვილების დასახმარებლად. ასევე ფურებით სომხეთში საკვებს, კონსერვებს, თბილ და ბავშვის ტანსაცმელს, წამლებს, ფქვილს, წყალს და კარტოფილს აგზავნიდნენ, რომელიც ჯავახეთის მოსახლეობას მოჰქონდა.
ფონდს საქმიანობა ომის შემდეგაც არ შეუწყვეტავს. ახლა ჯავახეთის მოსახლეობის და სხვადასხვა ქვეყნიდან ჯავახეთის სომხების დიასპორების შეგროვილ ფინანსებს, ფონდი გადასცემს დაღუპული, დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახებს, რომლებიც ფესვებით ჯავახეთიდან არიან. ფონდი ასევე აფინანსებს ჯარისკაცების ხარისხიან პროთეზებს.
ფონდმა ჯავახეთში გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგა ის საჭმელი, რომლის სომხეთში წაღებაც ვერ მოხერხდა