დღეს, პირველ თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა․ საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4530 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 326 ახალქალაქში და 148 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
6 – ახალციხეში
1 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
1 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
0 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 287 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 54
ახალქალაქი – 10
ბორჯომი – 62
ნინოწმინდა –3
ასპინძა – 38
ადიგენი – 120
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 34 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 87 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 234 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 5 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 4 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.