ახალქალაქის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას კონკრეტული მოთხოვნა და კონკრეტული ორგანიზატორი არ ჰყავს. ხალხი კორონავირუსის პანდემიის გამო, შეზღუდვების პერიოდში დაგროვილ პრობლემებს აპროტესტებს.
იმის შესახებ, რომ ახალქალაქში აქცია უნდა შედგეს, შეკრებილებმა სოციალური ქსელიდან, მედია მასალებიდან შეიტყვეს.
ხალხი პროტესტის გამოსახატად მოვიდა. ძირითადი საკითხი, რაც მოსახლეობას აწუხებს – დაკეტილი საზღვრები, რის გამო, ბევრმა მამაკაცმა ვერ მოახერხა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა და ოჯახებს კრედიტებით ინახავენ. ზოგიერთი მოუწესრიგებელი გზების გამო გამოთქვამს პროტესტს, ზოგი კრედიტებს და მათი დაფარვის შესაძლებლობის არქონის გამო წუხს, ზოგი კი ამბობს, რომ არ შეუძლიათ საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზება.
დაახლოებით 200-300 ადამიანი შეიკრიბა.
დაწვრილებით ინფორმაციას ჩვენს შემდგომ მასალებში ნახავთ.