ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 700 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 777 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 923 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 479 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 258 111-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 491 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 249 028-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 178 პირი ემსხვერპლა.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 545 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 223, ხოლო აჭარაში – 126.

სულ 6 ოქტომბრიდან – 30 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 201 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 316 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 212 პირი, აჭარაში – 854, იმერეთში – 1 612.