დღეს, 29 იანვარს, ნინოწმინდა-წალკის გზაზე საღამო-დიდი არაქალის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 2 დაზარალებული ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი უკვე გაწერეს, მეორე სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში თბილისში გადაჰყავთ.
Chevrolet-ის მარკის ავტმობილი შემხვედრ ხაზზე Subaru-ს მარკის მანქანას დაეჯახა, გვატყობინებს რადიო НОР -ი. დაზარალებულები ახალქალაქის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც JNEWS-ს ახალქალაქის კლინიკიდან აცნობეს, კლინიკაში გადაყვანილი იყო 2 დაზარალებული. საქართველოს მოქალაქე, წალკის მუნიციპალიტეტის მცხოვრები სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია, მას ფეხის მოტეხილოა აქვს და რეანიმობილით თბილისში გადაიყვანეს. მეორე დაზარალებული, ეროვნებით ინდუსი, მსუბუქი დაზიანებებით ამბულატორიულ მკურნალობაზე იყო და უკვე გაწერილია.
რადიო “ნორის” წყაროს ინფორმაციით, Chevrolet-ის მაკის ავტომობილში ინდოეთის მოქალაქეები ისხდნენ. ხოლო Subaru-ს მარკის მანქანა წალკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებს ეკუთვნის.
ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მუშაობენ.