ქალი, რომელიც დღეს, 27 იანვარს, 10:00 საათზე, ახალქალაქის ყოფილი N1 სამხედრო ქალაქის ხიდიდან თვითმკვლელობის მიზნით გადახტა, 50 წლის ა.ხ. იყო, ის ახალქალაქის მცხოვრებია.
გარდაცვლილი ახალქალაქის ერთ-ერთი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი იყო. ჰყავდა ოჯახი, ორი შვილი – გოგო და ბიჭი.
ამ დროისთვის გადრაცვლილის იდენტიფიკაციის პროცედურა მიმდინარეობს.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის (თვითმკვლელობამდე მიყვანა) საფუძველზე აღძრა.