დღეს, 27 იანვარს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ მაჯადიის მაცხოვრებელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.
“შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. 57 წლის მამაკაცი იყო. მშვიდ ოჯახში ცხოვრობდა და თვითონაც კარგი პიროვნება იყო. ასე რატომ მოიქცა არ ვიცი.”- განუცხადა Jnews-ს სოფელ მაჯადიის უფლებამოსილმა პირმა, ჰოვჰანნეს გრიგორიანმა.
შსს-მ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის (თვითმკვლელობამდე მიყვანა) საფუძველზე აღძრა.