დღეს, 26 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4449 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, 324 ახალქალაქში და 145 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
1 – ახალციხეში
1 – ადიგენში
1 – ახალქალაქში
9 – ბორჯომში
1 – ნინოწმინდაზე
2 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 231 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 95
ახალქალაქი – 3
ბორჯომი – 85
ნინოწმინდა – 4
ასპინძა – 33
ადიგენი – 11
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 74 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 071 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 21 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 67 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.