დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, რომ საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის პირველადი ინფორმაციით, თბილისის დროით 04:12 საათზე მოხდა 3.3 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა.

მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 29 კმ-ში, სოფელ ლუთხუბთან იყო.

3.2 ბალიანი მიწისძვრა მოხდა გუშინ, 24 იანვარსაც. ეპიცენტრი წალკის სამხრეთ-დასავლეთით სოფელი მამიშლარი იყო.