სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ისგან 5 ადამიანი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსის 164 586 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 2 992 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 152 772-ს აჭარბებს.