დღეს, 15 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4 255 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 320 ახალქალაქში და 142 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
4 – ახალციხეში
0 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
15 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
1 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 289 ადამიანი იზოლირებულია:
ახალციხე – 102
ახალქალაქი – 17
ბორჯომი – 91
ნინოწმინდა –1
ასპინძა – 39
ადიგენი – 39
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსის შედეგების გამო, სიკვდილი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კოვიდ კლინიკაშია 84 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში კი 1 ადამიანი.
საერთო ჯამში, რეგიონში 3 838 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 13 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. კვლევაში რჩება 19 ნიმუში.