ენერგოდისტრიბუციის კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, დღეს, 15 იანვარს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში ელექტროენერგია გაითიშება. მიზეზი გეგმიური სარემონტო სამუშაოებია.
ხოსპიოში, ჩამდურაში, მურჯახეთში, ჩუნჩხაში, მაჯადიაში, კიროვაკანში, კუმურდოში და მიმდებარე სოფლებში, ასევე ქალაქ ახალქალაქის ზოგიერთ ქუჩას. ესენია: მაშტოცის, თბილისის, თავისუფლების, ჯავახეთის და მიმდებარე ქუჩები.