სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ისგან 11 ადამიანი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსის 163 972 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 2 974 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 152 000-ს აჭარბებს