მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 91 მილიონს გადააჭარბა – შესაბამის მონაცემებს worldometers-ი აქვეყნებს.
მათი მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში 1,95 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა Covid-19– ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 65 მილიონს გადააჭარბა.
ამ დროისთვის მსოფლიოში დაფიქსირებულია “კოვიდ -19” ინფექციის 24 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა.
კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის მიხედვით, ლიდერობს შეერთებული შტატები, შემდეგ მოდის ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და გაერთიანებული სამეფო.