სოფელ დამალას მკვიდრს, სათენიკ ასტატურიანმა 7 იანვარს 100 წლის იუბილე აღნიშნა, მაგრამ კორონავირუსის გამო, მათი დიდი ოჯახიდან, სადღესასწაულო სუფრას, რამდენიმე ნათესავი არ ესწრებოდა. ბებია სათენიკი სოფელში სისუფთავით გამოირჩევა.
ბებია სათენიკმა თავის ცხოვრებაში ბევრი სირთულე გადაიტანა, ამის მიუხედავად მუდამ მხიარული და სტუმართმოყვარეა, აღნიშნავს, რომ ეპიდემიის გამო, 100 წლის იუბილე ვერ აღნიშნა ისე, როგორც თვითონ სურდა.
სათენიკ ასტატურიანი 1921 წლის 7 იანვარს, ასპინძის რაიონის სოფელ დამალაში დაიბადა, 10 შვილი გაზარდა, ორასზე მეტი შვილიშვილი და შვილთაშვილი ჰყავს.
მიუხედავად ასაკისა, ბებია სათენიკი ცხოვრების აქტიურ წესს მიყვება, სოფლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობს.
სოფელ დამალაში ქალბატონის სისუფთავეზე ხუმრობენ კიდეც, თუ ვინმე დასუფთავების საქმით არის დაკავებული ეუბნებიან : – «შენ რა, სათენი ხარ?»
რამდენიმე ეპიზოდი მისი სისუფთავის შესახებ.
– ის ბეღელში სათლით კირს ინახავდა, რომლითაც ყოველ დილით ბეღლის კედლებს ათეთრებდა, ხოლო საღამოს, როდესაც საქონელი სახლში ბრუნდებოდა, იქამდე, სანამ ბეღელში შეიყვანდა, წინასწარ ჩლიქების ქვეშ გაზეთებს უფენდა, რათა იატაკი არ დაესვარათ.
– ის მეზობელთან მიდიოდა: «შენი ჩაიდანი მომეცი, ჩაის მოვადუღებ». მეზობლის შეკითხვაზე: «შენც ხომ გაქვს ჩაიდანი!?» სათენიკი მშვიდად პასუხობდა: «მე ჩემი ჩაიდანი გავრეცხე და თაროზე შემოვდე».
ბებია სათენიკის ცხოვრების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე გადასვლით: https://jnews.ge/?p=65096