ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მომუშავეები ზოგიერთი დაწესებულების მომუშავეს ტესტს ყოველდღე უფასოდ უკეთებენ. ახლა უკვე პოლიციელებთან, მეხანძრეებთან, პედაგოგებთან, დაცვის თანამშრომლებთან და სოფლის მუნიციპალიტეტის სამედიცინო პერსონალთან ერთად, ყოველ 12 დღეში ერთხელ ტესტის გაკეთება შეუძლიათ ტანსაცმლისა და ზოგადად ბაზრობაზე მომუშავეებს, ტაქსისტებს და ეკლესიის მსახურებს.
ხალხს დღის პირველ ნახევარში მიიღებენ, PCR-ტესტის პასუხების გაგება შესაძლებელია ორი დღის შემდეგ, ხოლო ანტიგენის პასუხის – 20-30 წუთის შემდეგ.
ჯანმრთელობის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის, ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, დამატებული კონტიგენტიდან ჯერ არავინ შემოწმებულა. მისი აზრით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშით ვითარება უმჯობესდება.
«სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის. დღეს ჩატარებული 33 ტესტიდან არცერთი არ იყო დადებითი. გაუმჯობესება იმით აიხსნება, რომ ბევრმა სახლში გადაიტანა და არავის არ მიმართა,» – ამბობს ჯანმრთელობის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი, ავეტიკ ტონაკანიანი.
ახალქალაქის ჯანმრთელობის საზოგადოებრივმა ცენტრმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 2800 PCR-ტესტი და 577 ანტიგენის ტესტი გააკეთა.
ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, თუკი ადამიანი კორონავირუსით დაავადდა, დიდი ალბათობით, ეს ადამიანი 6 თვეში კვლავ დაავადდება.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ახალი შტამით დაავადების მხოლოდ ერთი შემთხვევაა რეგისტრირებული.