ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 342 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 228,752.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2 981 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 217 973-მდე გაიზარდა.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით დაიღუპა 2572 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა 3,288 ტესტი, აქედან 1,449 ანტიგენისთვის და 1,839 PCR.