საქართველოში კორონავირუსის 1738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 1,494 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 38 ინფიცირებული გარდაიცვალა კორონავირუსით.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 225 893 შემთხვევაა აღრიცხული.  აქედან 210 445 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 481 გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, საქართველოში, კორონავირუსის 2,012 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 25 გარდაიცვალა.