4 ადამიანი სხვადასხვა ხარისხის ჭრილობით გადაყვანილია ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში, შუახნის მამაკაცი ყოფილი მეუღლის სახლში მისი ახლობლები შეიჭრა, მათ შორის, 8 თვის ბავშვი.ახალქალაქის საავადმყოფოს ინფორმაციით, დაშავებულებს: ბავშვს, მამაკაცსა და შუახნის ქალს (სავარაუდოდ, დაზარალებულის ყოფილი მეუღლის მამა და რძალი) დანით სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები აქვთ მიყენებული, ხოლო სხვა ქალმა (სავარაუდოდ, ცოლის დედა) დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა და შოკურ მდგომარეობაშია.
შემთხვევა დღეს, 11 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 – 18:00 საათების შუალედში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ციხეში ოჯახური ძალადობის გამო იხდიდა სასჯელს. ყოფილი მეუღლე კი მშობლების სახლში დაბრუნდა.
დღეს ღამით 40 წელს გადაცილებული მამაკაცი ყოფილი მეუღლის მშობლების სახლში შეიჭრა, ცოლის ნათესავებს ცივი იარაღით დაესხა თავს და მიიმალა.
პოლიცია დამნშავეს სოფელ პატარა სამსარში ეძებს. Jnews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობთ არ მიუღია.