მთავრობამ შპს „ნახიდური ჰესისს“ მდინარე ხრამზე 7.5 მგვტ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების უფლება მისცა.
2026 წლის 16 ნოემბრით დათარიღებული განკარგულების მიხედვით, კომპანია ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიიდან ამოიღებს 129 ხეს, მათ შორის:
„შიშველი აკაკი“ (Celtis glabrata Steven ex Planchon) – 119 ინდივიდი;
„ჭალის მუხა“ (Quercus pedunculiflora C. Koch.) – 10 ინდივიდი.
გარდა ამისა, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბნის, ფარხალოს სატყეოსა და წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბნის, თეთრიწყაროს სატყეოებში მდებარე შემდეგი მცენარეებიც ექვემდებარება ბუნებრივი გარემოდან ამოღებას:
„კაკლის ხე“ (Juglans regia L.) – 1 ინდივიდი;
„ჭალის მუხა“ (Quercus pedunculiflora C. Koch.) – 79 ინდივიდი;
„შიშველი აკაკი“ (Celtis glabrata Steven ex Planchon) – 310 ინდივიდი;
„შიშველი თელადუმა“ (Ulmus glabra Huds.) – 76 ინდივიდი.
კომპანიამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ უნდა აცნობოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.
ამასთანავე, „ნახიდური ჰესმა“ მოჭრილი მერქნული რესურსი სახეობების მიხედვით უნდა დაასაწყობოს ეროვნულ სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს.
ამასთანავე, ჰესის მშენებლობის პროექტის პარალელურად, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან შეთანხმებითა და განსაზღვრულ ვადაში, კომპანიამ უნდა განახორციელოს ბუნებრივი გარემოდან ამოღებული „წითელი ნუსხის“ სახეობების რაოდენობის შესაბამისი აღდგენის ღონისძიებები.