თბილისის ცენტრში მდებარე სკოლაში მუნის შემთხვევები გამოვლინდა

თბილისის ცენტრში მდებარე სკოლაში მუნის შემთხვევები გამოვლინდა

თბილისში ვაკეში მდებარე საჯარო სკოლაში მუნის შემთხვევები გამოვლინდა – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რომ 55-ე სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, თუმცა სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

„ორშაბათს დავასუფთავეთ სველი წესით – კონტრაქტორი გვყავს, რომელიც გვაწვდის ქლორს… გავიარეთ კონსულტაციები სპეციალისტებთან და გვითხრეს, რომ ასეთი სამუშაოები სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო… მათივე თქმით, არ არსებობს საფუძველი სასწავლო პროცესის შეჩერების“ – ამბობს რადიო თავისუფლებას 55-ე საჯარო სკოლის დირექტორი მაია აბრამიშვილი.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე