ერევნის აეროპორტ „ზვართნოცში“ ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე მიმდინარე სამუშაოების გამო ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დაწესდება, — ამის შესახებ ორშაბათს სააგენტო „ნოვოსტი-არმენიას“ აეროპორტის პრესმდივანმა ლუსინე მოგროვიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ავიარეისების განხორციელებაზე დროებითი შეზღუდვები 2-7 ნოემბერს იმოქმედებს, რაც აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლსა და სამიმოსვლო ბილიკს შორის გადაკვეთის მონაკვეთზე დაგეგმილ სამუშაოებს უკავშირდება.
«კერძოდ, 2-დან 6 ნოემბრის ჩათვლით რეისები არ შესრულდება 09:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო 7 ნოემბერს — 09:00-დან 15:00 საათამდე», — აღნიშნა მოგროვიანმა.