საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის ჯანდაცვის ინდექსით ბოლოსწინა ადგილს იკავებს

საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის ჯანდაცვის ინდექსით ბოლოსწინა ადგილს იკავებს

Numbeo-ს 2026 წლის შუა პე­რი­ო­დის (Mid-Year) მო­ნა­ცე­მე­ბით, ჯან­დაც­ვის ინ­დექ­სით (Health Care Index) სა­ქარ­თვე­ლო 56.46 ქუ­ლით მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გში 77-ე ად­გილ­ზეა.

ჯან­დაც­ვის ინ­დექ­სი (Health Care Index) არის ზო­გა­დი შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც აა­ნა­ლი­ზებს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მის ხა­რისხს. ეს ინ­დექ­სი ეფუძ­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­კი­თხვებს, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტულ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ ან სტუმ­რო­ბენ მას.

ინ­დექ­სის გა­მოთ­ვლი­სას და შე­ფა­სე­ბი­სას მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღე­ბა შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბი:
სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი­სა და ექი­მე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია: რამ­დე­ნად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი არი­ან ექი­მე­ბი, ექთ­ნე­ბი და სხვა მედ­პერ­სო­ნა­ლი.

მომ­სა­ხუ­რე­ბის სის­წრა­ფე და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა: რამ­დე­ნად სწრა­ფად იღებს პა­ცი­ენ­ტი სა­ჭი­რო კონ­სულ­ტა­ცი­ას, გა­მოკ­ვლე­ვა­სა თუ მკურ­ნა­ლო­ბას (რო­გორც კერ­ძო, ისე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სექ­ტორ­ში), და რამ­დე­ნად დი­დია რი­გე­ბი.

აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი: კლი­ნი­კებ­ში არ­სე­ბუ­ლი აპა­რა­ტუ­რის, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ხა­რის­ხი.

მომ­სა­ხუ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა: რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა ფი­ნან­სუ­რად მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის.

ზო­გა­დი კომ­ფორ­ტი და გა­რე­მო: სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის სი­სუფ­თა­ვე, პი­რო­ბე­ბი და პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­მართ ზრუნ­ვის დონე.

მოკ­ლედ რომ ვთქვათ, ეს ინ­დექ­სი აფა­სებს არა მხო­ლოდ იმას, თუ რა დო­ნი­სა და რამ­დე­ნად მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რია მკურ­ნა­ლო­ბა, არა­მედ იმა­საც, თუ რამ­დე­ნად მარ­ტი­ვად, ხა­რის­ხი­ა­ნად და კომ­ფორ­ტუ­ლად შე­უძ­ლია რი­გით მო­ქა­ლა­ქეს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა.

რო­გო­რია რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა?
სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის სა­მე­ზობ­ლო­ში ჯან­დაც­ვის ინ­დექ­სის ყვე­ლა­ზე ცუდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აზერ­ბა­ი­ჯან­შია, ხოლო ყვე­ლა­ზე კარ­გი – თურ­ქეთ­ში. ამას მოწ­მობს Numbeo-ს 2026 წლის შუა პე­რი­ო­დის მო­ნა­ცე­მე­ბი.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ აზერ­ბა­ი­ჯანს, რო­მელ­საც 35-დან 88 ქუ­ლამ­დე სკა­ლა­ზე 49.02 ქულა აქვს, სა­დაც 35 უა­რესს ნიშ­ნავს, ხოლო 88 – სა­უ­კე­თე­სოს, ოდ­ნავ უს­წრებს სა­ქარ­თვე­ლო – 56.46 ქუ­ლით.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი სა­მე­ზობ­ლოს ჯან­დაც­ვის ინ­დექ­სი ასე­თია:

თურ­ქე­თი – 71.34 ქულა.
რუ­სე­თი – 61.69 ქულა;
სომ­ხე­თი – 59.99 ქულა;
სა­ქარ­თვე­ლო – 56.46 ქულა;
აზერ­ბა­ი­ჯა­ნი – 49.02 ქულა;

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე