14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო.
ლიტურგიას სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები და საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებიან.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ აღინიშნება — 14 ოქტომბერსა და 13 ივლისს. 14 ოქტომბერს ეკლესია უფლის კვართს იხსენიებს, ხოლო 13 ივლისს — ქრისტეს ყველა მოციქულს.