გუდაურის მასშტაბური განახლება: ხელოვნური გათოვლიანება და ახალი შესაძლებლობები

გუდაურის მასშტაბური განახლება: ხელოვნური გათოვლიანება და ახალი შესაძლებლობები

2026 წლის 2 კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით ასე­ვე რე­კორ­დი და­ფიქ­სირ­და ვი­ზი­ტე­ბის კუ­თხით, კონ­კრე­ტუ­ლად, მათ შო­რის ევ­რო­პი­დან და­ფიქ­სირ­და ზრდა 23.4%, ჩი­ნე­თი­დაც ვი­ზი­ტე­ბის ზრდა და­ფიქ­სირ­და 16.7%, შუა აზი­ი­დან 3.1%, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, ამ ყვე­ლა­ფერ­მა სა­ბო­ლოო ჯამ­ში უზ­რუნ­ველ­ყო მთლი­ა­ნო­ბა­ში ზრდის და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

“წლე­ვან­დელ წელს იყო უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვა, რაც არ­სე­ბი­თად იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტით, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ ზრდის და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. 2026 წლის 2 კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით ასე­ვე რე­კორ­დი და­ფიქ­სირ­და ვი­ზი­ტე­ბის კუ­თხით, კონ­კრე­ტუ­ლად, მათ შო­რის ევ­რო­პი­დან და­ფიქ­სირ­და ზრდა 23.4%, ჩი­ნე­თი­დაც ვი­ზი­ტე­ბის ზრდა და­ფიქ­სირ­და 16.7%, შუა აზი­ი­დან 3.1%, რა­მაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში უზ­რუნ­ველ­ყო მთლი­ა­ნო­ბა­ში ზრდის და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა“, – აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.
ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებ­ზე.

“ტუ­რიზ­მზე როცა ვსა­უბ­რობთ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა გუ­და­ურ­ში, რა­ზეც მთავ­რო­ბის წინა სხდო­მა­ზე ვი­სა­უბ­რე. მთლი­ა­ნო­ბა­ში 31 მლნ ლა­რის მო­ცუ­ლო­ბის ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. სა­უ­ბა­რია ხე­ლოვ­ნუ­რი გა­თოვ­ლი­ა­ნე­ბის სის­ტე­მა­ზე, მო­ე­წყო­ბა ახა­ლი სა­ბა­გი­რო გზე­ბი, მოძ­რა­ვი ხა­ლი­ჩა, ახა­ლი სას­რი­ა­ლო ტრა­სე­ბი, ჯა­მუ­რად 6 კმ სიგ­რძის. მთლი­ა­ნო­ბა­ში გუ­და­უ­რის სას­რი­ა­ლო გზე­ბი მი­აღ­წევს 86 კი­ლო­მეტრს. გუ­და­უ­რის ახა­ლი ტრა­სა ღა­მის გა­ნა­თე­ბით აღი­ჭურ­ვე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე